პოლიგრაფიული დიზაინი

ნებისმიერი ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, დგას ნაბეჭდი პროდუქტის გამოყენების წინაშე. ეს არის სხვადასხვა სარეკლამო ბროშურები, ჟურნალები, გაზეთები თუ სავიზიტო ბარათები. მიუხედავად ინტერნეტის და ელექტრონული ტექნოლოგიების პოპულარობისა, ნაბეჭდი პროდუქცია მაინც ფართოდ არის გავრცელებული ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. იმისთვის რომ პოლიგრაფიული პროდუქცია განსხვავდებოდეს ორიგინალურობით და გააჩნდეს ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლითაც მიიქცევენ მკითხველის, მყიდველის და მომხმარებლის ყურადღებას, აუცილებელია საკმარისი ყურადღება მიექცეს პოლიგრაფიულ დიზაინს. პოლიგრაფიული დიზაინი წარმოადგენს გრაფიკული გაფორმების მაკეტს, რომელიც იქმნება ინდივიდუალურად მომხმარებლისა და ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული პოლიგრაფიული პროდუქციის დასამზადებლად.  

რა ამოცანებს წყვეტს გრაფიკული დიზაინერი?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პოლიგრაფიის დიზაინის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, რომელის შექმნაზე შრომობს დიზაინერი, მხატვარი, კოპირაითერი, ილუსტრატორი და სხვა სპეციალისტები. რა თქმა უნდა მთავარი როლი დიზაინის შექმნისას ეკუთვნის დიზაინერს, რომელიც მონაწილეობს პოლიგრაფიული დიზაინის შექმნის ყველა საფეხურზე. 

ყველაზე მთავარი ამოცანა, რასაც ასრულებს პოლიგრაფიული პროდუქციის დიზაინერი ეს არის:

  • ისეთი დიზაინის შექმნა საიდანაც მაქსიმალურად მარტივი იქნება ინფორმაციის მიღება. ამავე დროს, ასეთი ინფორმაცია მომხმარებელმა ან კლიენტმა კარგად უნდა აღიქვას, მასში დადებითი ემოციები გამოიწვიოს და გაუჩინოს პროდუქტის ან მომსახურების შეძენის სურვილი.
  • დიზაინერმა უნდა შეძლოს კლიენტის საჭიროებების დაზუსტება, იმ მიზნების ჩათვლით, რომელთა მიღწევაც საჭიროა შექმნილი ბეჭდვითი პროდუქციის დახმარებით.
  • შრიფტის ტიპის, მისი ზომის, სურათების და ფოტოების გამოყენების აუცილებლობის განსაზღვრა.
  • იდეის შემუშავება და განხორციელება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ვიზუალიზაციის ოპტიმალური კონცეფცია, რომ მასალა არ იყოს გადატვირთული შინაარსით და ეფექტებით.

ეს ყველა ნიუანსი გათვალისწინებელია იმიტომ, რომ როდესაც თქვენს მიერ მომზადებული დიზაინით დაიწყება პროდუქციის წარმოება ბეჭდვის პროცესში შეცდომები არ მოხდეს. მართლაც დიდი ტირაჟით ბეჭდვისას შეცდომებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს.

ჩვენს შესახებ

Printman.ge სპეციალიზირებულია პოლიგრაფიული დიზაინის შექმნაში. პროექტი თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევს მომხმარებლისთვის ინფორმაციის ყველაზე ეფექტურად მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს თქვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქციის თუ მომსახურების რეალიზაციას. 

ჩვენ ვართ სარეკლამო და ბეჭდვითი კომპანია და გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. ჩვენი უნიკალურობა გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ გვაქვს ათ წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დიზაინების მომზადებაში სარეკლამო და საბეჭდ ინდუსტრიაში. აგრეთვე ჩვენი კომპანია გამოირჩევა სპეციალისტების კრეატიულობით და პროფესიონალიზმით, მენეჯერთა ეფექტურობით და საიმედოობით.

ჩვენს მიერ დაგროვებული გამოცდილება გვაძლევს იმის საშვალებას, რომ შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის კრეატიული და პოლიგრაფიული დიზაინი, საფირმო სტილის დამუშავება და სარეკლამო პოლიგრაფია. ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილების წყალობით, კლიენტები იღებენ მაღალხარისხიან სარეკლამო პროდუქტს და თავიანთი იდეების განსახიერებას უზადო შესრულებაში.

ჩვენი სახით თქვენ ნახავთ სტაბილურ და საიმედო პარტნიორს, რომელიც მზად არის აიღოს თქვენი სარეკლამო ამოცანების და  იდეების გადაწყვეტა მაქსიმალურად მოკლე დროში. ჩვენს საქმიანობაში ვეყრდნობით ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმს და გამოცდილებას, შეკვეთებთან მუშაობის სტრუქტურის სიცხადესა და გამჭვირვალობას და ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ ბაზას.

სავიზიტო ბარათების დამზადება

სავიზიტო ბარათების დამზადება
სავიზიტო ბარათების დამზადება
სავიზიტო ბარათების დამზადება

შეუძლებელია თანამედროვე ბიზნესმენის წარმოდგენა სავიზიტო ბარათის გარეშე. სავიზიტო ბარათი არის სასარგებლო ინფორმაციის მატარებელი თანამშრომლის, ადამიანთა საზოგადოების ან კომპანიის შესახებ, რომელსაც იგი წარმოადგენს. სავიზიტო ბარათის დიზაინს ბევრი რამის თქმა შეუძლია კომპანიის ან საწარმოს შესახებ. მისი ხარისხის დონე მიუთითებს ბიზნესის სტრუქტურის სიმყარეზე, ავტორიტეტზე და სერიოზულობაზე. ამიტომ, თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ სავიზიტო ბარათის დიზაინის შემუშავების პროცესს. ხშირად თქვენი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები თქვენს კომპანიას “იცნობენ” ზუსტად სავიზიტო ბარათის საშუალებით და შესაბამისად უყალიბდებათ გარკვეული აზრი თქვენი საქონლის ან მომსახურების შესახებ. ამიტომ, ენდეთ ამ საკითხში გამოცდილ და ნიჭიერ სპეციალისტებს და შედეგი გადააჭარბებს თქვენს ყველა მოლოდინს!

ხარისხიანი სავიზიტო ბარათები არ არის მხოლოდ შავი და თეთრი ან ფერადი მართკუთხედები ტექსტითა და სურათებით. ინფორმაციის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ერთადერთი. ჩვენი მოსაზრებით არ არის საკმარისი  თანამოსაუბრეს ან ბიზნეს პარტნიორს მოაწოდოთ მხოლოდ თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი ან ელ-ფოსტა სავიზიტო ბარათის მეშვეობით. ვფიქრობთ რომ გაცილებით მნიშვნელოვანია საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად მკვეთრად იყოს გამოკვეთილი თქვენი ბიზნესის ან ბრენდის სტილი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ამ მხრივ, ჩვენ სავიზიტო ბარათებს განვიხილავთ, როგორც კორპორატიული სტილის შეუცვლელ ელემენტს. ეს მოითხოვს, რომ სავიზიტო ბარათის დიზაინი განხორციელდეს უმაღლესი ხარისხის დონეზე, ტექნიკური, დიზაინისა და მარკეტინგის პრინციპებისა და წესების მკაცრი დაცვით.

კომპანია Printman აწარმოებს და ქმნის სავიზიტო ბარათებს 2010 წლიდან, რაც მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალური კონცეფციის შემუშავებას, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს პარტნიორებზე. ამ დროის განმავლობაში Printman-ის კლიენტებად იქცნენ როგორც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი ბრენდები, ასევე ბიზნესის სფეროში ახალი სახეები, რომლებიც კარგად შემუშავებული სავიზიტო ბარათების წყალობით, სწრაფად ცნობადი და პოპულარული გახდნენ.

ფლაერების დამზადება

ფლაერების დამზადება
ფლაერების დამზადება
ფლაერების დამზადება

ფლაერი შესანიშნავი გამოსავალია მათთვის, ვინც ცდილობს მოიზიდოს მომხმარებელი თავის კომპანიაში, გაზარდოს წარმოებული პროდუქციის გაყიდვები ან გაზარდოს მოთხოვნილება მომსახურებაზე რომელსაც თქვენი ბიზნესი თავაზობს მომხმარებლებს. ამგვარ ბეჭდურ გამოცემას უამრავი უპირატესობა აქვს: მცირე ფორმატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ საჭირო და ადვილად აღქმადი ინფორმაცია, წარმოების დაბალი ხარჯები და სარეკლამო კამპანიის მაღალი ეფექტურობა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბაზარი გადატვირთულია საქმიანობის ყველა სფეროში, ბროშურების დიზაინი უნდა გაკეთდეს ისე, რომ რეკლამირებულმა პროდუქტმა დაუყოვნებლივ მიიპყროს პოტენციური მომხმარებლის ყურადღება. ამის მიღწევა მხოლოდ კრეატიული და პროფესიონალური მიდგომით შეიძლება.

ჩვენ დაგიმზადებთ ფლაერის შესანიშნავ დიზაინს, რომელიც დააინტერესებს მომხმარებელს თქვენი პროდუქციით ან მომსახურებით მისი გადაცემის პირველივე წამიდან. ფლაერი, პირველ რიგში, კლიენტების მოსაძებნად შეიქმნა. სწორედ ამ ფუნქციის წყალობით ფლაერის პოლიგრაფიული დიზაინი უნდა იყოს შესანიშნავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება იყოს არაეფექტური და უბრალოდ იყოს ზედმეტი სარეკლამო ინსტრუმენტი. მას შემდეგ, რაც კლიენტი დაინტერესდება დიზაინით, ის დაიწყებს ტექსტის წაკითხვას და ფლაერზე დატანილი ინფორმაციის შესწავლას, მაგრამ თუ მომხმარებელს თავიდანვე არ დააინტერესებს ფლაერის დიზაინი ის უბრალოდ გადააგდებს ფლაერს ისე, რომ არც წაიკითხავს თქვენს მიერ შეთავაზებულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე ინფორმაციას. ნათელი და ფერადი დიზაინის ფლაერი შესანიშნავი ინსტრუმენტია ახალი მომხმარებლების მოსაზიდად.

Printman გთავაზობთ უმოკლეს დროში დაგიმზადოთ მაღალეფექტური ფლაერის პოლიგრაფიული დიზაინი. თქვენი ფლაერის დიზაინის შემუშავებაზე იმუშავებენ გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც ჯერ შეისწავლიან სარეკლამო კამპანიის, პროდუქტის მიზნებს და შემდეგ შექმნიან კონცეფციას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს.

ბუკლეტების დამზადება

ბუკლეტების დამზადება
ბუკლეტების დამზადება
ბუკლეტების დამზადება

ბუკლეტი არის ნაბეჭდი პროდუქტი, ჩვეულებრივ A4 ფორმატით, შუაზე დაკეცილი. ბუკლეტი ასევე შეიძლება იყოს ორი დასაკეცი ხაზით ან მრავალ გვერდიანი, სადაც ნაკეცების რაოდენობა ორზე მეტია. ამ ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია გამოიყენება სარეკლამო ღონისძიებებისთვის – გამოფენებზე, პრეზენტაციებზე და კონფერენციების დროს. 

ინფორმაცია, რომლის დაბეჭდვა გსურთ ბუკლეტში, ყურადღებით უნდა იყოს შემუშავებული ისე, რომ ის ადვილად იკითხებოდეს, მოკლედ იყოს პროდუქციის თუ მომსახურების მთავარი დეტალები აღწერილი, უნდა იწვევდეს სასიამოვნო ემოციებს და უჩენდეს პოტენციურ კლიენტს სურვილს გამოიყენოს თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი თუ მომსახურება.

თანამედროვე მსოფლიოში ბუკლეტები საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით სარეკლამო სფეროში. ბუკლეტი ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც მწარმოებლები პოტენციურ მომხმარებელს აწვდიან სრულ ინფორმაციას მომსახურების ან პროდუქტის შესახებ. ისინი ასრულებენ არა მხოლოდ სარეკლამო ფუნქციას, არამედ ანვითარებენ კომპანიის იმიჯსაც. კორპორატიული ბუკლეტები საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ თქვენი კომპანიის ძირითადი ღირებულებები და წარმატებით წარმოადგინოთ თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტები. როგორც ხედავთ, ბუკლეტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი როლი ყოველდღიურად იზრდება.

Printman გთავაზობთ ბუკლეტების დამზადებას პროფესიონალურ დონეზე. თქვენი ბუკლეტი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება, ჩვენი დიზაინერები მუშაობენ ყველა დეტალების გათვალისწინებით. სწორედ ყველა დეტალის და ნიუანსის გათვალისწინებით მიიღება ბუკლეტის ზოგადი უნიკალური პოლიგრაფიული დიზაინი, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეუწყოს ხელი თქვენი ბიზნესის განვითარებას ან პროდუქტის თუ მომსახურების რეალიზაციას.

ბროშურების დამზადება

ბროშურების დამზადება
ბროშურების დამზადება

ბროშურა არის საბეჭდი პროდუქტის სახეობა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება სარეკლამო კამპანიებში. ბუკლეტი და ფლაერისგან განსხვავებით, ამგვარ დაბეჭდილ პროდუქტებს აქვს რამდენიმე გვერდი, რომლებიც დამაგრებულია კავებით ან ზამბარით. ბროშურების აშკარა სიმარტივის მიუხედავად, მათ წარმოებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბეჭდვითი დიზაინის განვითარებას. ვინაიდან რეკლამირებული პროდუქტის ან მომსახურების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პროფესიონალურად შესრულდა მოსამზადებელი სამუშაო. ბროშურის დიზაინი იწყება ბეჭდური გამოცემის ფორმატის განსაზღვრით. ზომის და გვერდების რაოდენობის არჩევა განისაზღვრება ტექსტური მასალის და ილუსტრაციების რაოდენობის მიხედვით რომლებიც უნდა განთავსდეს ბროშურაში.

ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და ძველი მომხმარებლების შენარჩუნების უნიკალური გზა სტაბილურობის მისაღწევად და მოგების გაზრდის მიზნით. ზუსტად ბროშურები არის ის მარკეტინგული მასალა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში. ბროშურები და სხვა ბეჭდური მასალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, ძველი მომხმარებლების შენარჩუნებაში და კომპანიის იმიჯის განვითარებაში.

Printman გთავაზობთ ბროშურების პოლიგრაფიული დიზაინის დამზადებას პროფესიონალურ დონეზე უმოკლეს დროში.

მენიუს დამზადება

მენიუს დამზადება

მენიუ არის ნებისმიერი რესტორნის თუ კვების ობიექტის სავიზიტო ბარათი. მისი მთავარი მიზანი არა მხოლოდ სტუმრებისთვის კერძების ასორტიმენტის გაცნობაა, არამედ კერძების იდეის გადმოცემა და მისი მახასიათებლების ხაზგასმა. მომხმარებლებისთვის ბრძოლაში კვების ობიექტები ყველა ღონეს ხმარობენ სპეციალური და კრეატიული მენიუს შესაქმნელად. ყოველივე ამის შემდეგ მენიუს უნიკალური დიზაინი არის თქვენი შანსი პირველი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს მომხმარებლებზე.

მენიუს დიზაინის შედგენისას აუცილებლად უნდა იყოს კერძის სურათებისა და აღწერილობის განლაგება შერჩეული ისე, რომ ნებისმიერ კლიენტს მოუნდეს მისი პირველიდან ბოლო გვერდამდე დათვალიერება კერძების მთლიანი სპექტრის გასაცნობად – აქ ხომ ყველაფერი ისე გემრიელად გამოიყურება! ამ პროცესის დროს მისი მადა უფრო და უფრო გაღვივდება, რადგან  სწორად შედგენილი მენიუ გაამდიდრებს ნებისმიერი გურმანის გამოცდილებას და გაუადვილებს მას გადაწყვეტილების მიღებას.

სატიტულო ბლანკების დამზადება

სატიტულო ბლანკების დამზადება
სატიტულო ბლანკების დამზადება
სატიტულო ბლანკების დამზადება

სატიტულო ბლანკი გააძლიერებს თქვენი კომპანიის პოზიტიურ იმიჯს  და ხაზს გაუსვავს მის საიმედოობასა და სიმყარეს. ეს არის კორპორატიული იდენტურობის აუცილებელი ელემენტი, რომელიც აჩვენებს თქვენი კომპანიის ყურადღებას და სერიოზულობას მცირე დეტალებამდეც კი.

რა დადებითი მხარე აქვს კომპანიის მიერ სატიტულო ბლანკების გამოყენებას?

  1. კომპანია, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა კორპორატიული იდენტურობის ყველა კომპონენტს, აუდიტორია უფრო სტაბილურად და წარმატებულად აღიქვამს.
  2. ბიზნეს წინადადებასთან ერთად რეკვიზიტების ადვილი ხელმისაწვდომობა და ბრენდის პოპულარიზაცია.
  3. ბრენდირებული A4 ფურცლები აღნიშნავს კომპანიის საიმედოობასა და სიმყარეს (მაშინაც კი, თუ ის საკმაოდ ახალგაზრდაა).
  4. ადასტურებს დოკუმენტის ნამდვილობასა და ფორმალურობას.
  5. ხელს უწყობს დოკუმენტაციის მომზადებას, დამუშავებას და შენახვას.

კომპანიის სატიტულო ბლანკის დიზაინის შემუშავება, როგორც წესი, მისი კორპორატიული იდენტურობის შექმნის სამუშაოების ნაწილია. იმისათვის, რომ სატიტულო ბლანკმა კომპანიის შესახებ დადებითი შთაბეჭდილება შექმნას, გჭირდებათ პროფესიონალური პოლიგრაფიული დიზაინი და უნაკლო ბეჭდვის შესრულება.

სერთიფიკატების და სიგელების დამზადება

დიპლომების და სიგელების დამზადება
დიპლომების და სიგელების დამზადება

დღესდღეობით სიგელები, დიპლომები და სერთიფიკატები ფართოდ გამოიყენება ბიზნესის, სასწავლო და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. ამ ტიპის პოლიგრაფიული პროდუქტის შეკვეთა ჩვეულებრივ ხდება კორპორატიული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და  შემოქმედებითი კონკურსების ორგანიზებისას. სამახსოვრო დიპლომების, სიგელების და სერთიფიკატების ბეჭდვა და წარმოება, მათ შორის ფასდაკლებისა და სასაჩუქრე სერთიფიკატების ბეჭდვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ბეჭდვით მომსახურებას შორის. 

თითოეული პროდუქტის უნიკალურობას იძლევა კომპლექსური და ორიგინალური დიზაინი. კორპორატიული სტილის მიმზიდველი დიზაინი და თბილი სიტყვები დიპლომს ან სერთიფიკატს სასიამოვნო დასამახსოვრებელ საჩუქრად აქცევს ნებისმიერ ღონისძიებაზე, როგორც საკუთარი კომპანიის  თანამშრომლებისთვის, ასევე იმ პარტნიორებისთვის რომელთანაც სასიამოვნო და პროდუქტიული იყო მუშაობა და თანამშრომლობა.

ჩვენ გთავაზობთ სიგელების, დიპლომების და სერთიფიკატების ორიგინალური პოლიგრაფიული დიზაინის დამზადებას როგორც ინდივიდუალურ ასევე კორპორატიულ საღამოებზე გამოსაყენებლად.

როლაპების დამზადება

როლაპების დამზადება
როლაპების დამზადება

როლაპ სტენდები არის ლითონის კონსტრუქციები სარეკლამო ტილოს შესაკრავად. ასეთ სტენდებს იყენებენ გამოფენებზე, პრეზენტაციებზე, დიდ სავაჭრო ცენტრებში თუ ოფისებში და ხალხმრავალ ადგილებში. როლაპ სტენდის გამორჩეული თვისებაა მისი მობილურობა, მათი ადვილად დაშლა აწყობა და ახალ ადგილზე გადატანა ძალიან მარტივია.

როლაპ სტენდის მთავარი მიზანია ფართო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა ღონისძიების, ახალი პროდუქტის, შეთავაზებული მომსახურების, ბრენდის ან კომპანიის პოპულარიზაციისკენ. სწორედ ამიტომ, როლაპის კონსტრუქციის მომზადებისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დიზაინს მისი მომზადებისას, რომ იგი ერთდროულად იყოს ესთეტიკური, ექსპრესიული, ელეგანტური და მაღალი ხარისხის.

Printman გთავაზობთ უმოკლეს დროში დაგიმზადოთ მაღალეფექტური როლაპის დიზაინი. თქვენი როლაპის დიზაინის შემუშავებაზე იმუშავებენ გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც ჯერ შეისწავლიან სარეკლამო კამპანიის, პროდუქტის მიზნებს და შემდეგ შექმნიან კონცეფციას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს.

კონტაქტი

შეკვეთისთვის გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე და INSTAGRAM-ზე.